logo_geo
ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონასტერი კი მომლოცველებისთვის დაიხურა
- +

29 მარტი. 2020. 21:14

 

 

თონის მთის მონაზონი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სალონიკის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით orthodoxtimes.com იუწყება.

 

 

არსებული ინფორმაციით, ათონის მონასტერში მცხოვრები მონაზონი, დელეგაციასთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მონასტრის სხვა მონაზვნებსაც იგივე სიმპტომები აღენიშნებათ, რომლებიც ამ დროისთვის საკუთარ კელიებში კარანტინში რჩებიან.

 

 

ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი