logo_geo
ყვარელში 80 წლამდე ქალი დაიწვა
- +

29 მარტი. 2020. 21:45

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 80 წლამდე ქალი დაიწვა. სახლს ცეცხლი ცოტა ხნის წინ მოედო და მთლიან სახლზე გავრცელდა. ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ძლიერი ხანძრის გამო ვერ მოხერხდა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის აალების მიზეზი უცნობია. მონხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი