logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობა უკიდურესი ზომაა
- +

1 აპრილი. 2020. 21:58

 

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობა უკიდურესი ზომაა.

 

ამასთან ცერცვაძემ PIA.GE-სთან საუბრისას შრატის აღებისა და მისი ბანკის შექმნის ტექნოლოგიურ სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება.

 

როგორც ინფექციონისტმა განაცხადა მიუხედავად იმის, რომ ქართული მხარე შრატის შექმნაზე იმ კომპანიებთან მუშაობს, რომლებსაც ამის ტექნოლოგიური რესურსი გააჩნია, მაინც ძნელი სათქმელია როდის გახდება შრატის მომზადება ტექნიკურად შესაძლებელი.

 

"გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატით მკურნალობის მეთოდი განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებთან მუშოაბისას გამოიყენება, მაგრამ შრატი აუღო ვინმეს და შექმნა ბანკი ეს არ არის მარტივი საკითხი. ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთულია. უნდა განისაზღვროს პლაზმის უსაფრთხოება 50 გამოჯანმრთელებულიდან შესაძლოა ერთი ადამიანის შრატი აღმოჩნდეს უსაფრთხო. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე გვაქვს კონტაქტები იმ კომპანიასთან რომელსაც შრატის აღების ტექნოლოგიები გააჩნიათ, მაგრამ როდის გახდება ეს შესაძლებელი ვერავინ იტყვის იმიტომ რომ ტექნიკურად შრატის მომზადება ძალიან რთულია. ამასთან ის არსის მკურნალობის უკიდურესი, ბოლო ზომა", - განუცახდა PIA.GE-ს თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი