logo_geo
გიორგი გახარია: რა ბედი ელის სასწავლო პროცესს
- +

2 აპრილი. 2020. 15:16

 

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას განაცხადა.

 

 

 

პრემიერის თქმით, აკადემიური წლის გამოცხადება ბევრ პრობლემასთან ასოცირდება, თუმცა მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი მაინც დგას.

 

 

 

„აკადემიური წლის გამოცხადებას შემდგომი თავისი შედეგები მოყვება ბავშვებისთვისაც და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც. თუმცა, ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას. ვთანხმდებით იმაში, რომ დისტანციური განათლება სრულად ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ამ დისტანციური განათლების განვითარებაზე“, – განმარტა გიორგი გახარიამ

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი