logo_geo
ღვთისმშობლის ხატს თვალებიდან მირონი სდის! – რუსეთის საპატრიარქო
- +

3 აპრილი. 2020. 01:19

 

 

რუსეთის საპატრიარქოს ტულის ეპარქიაში, ერთ ჩამონგრეულ ტაძარში XVIII საუკუნის ღვთისმშობლის ხატიდან მირონმა დაიწყო დენა.

 

 

ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქო თავის ოფიციალურ გვერდზე იუწყება და ხატის ფოტოსაც აქვეყნებს.

 

 

მისივე მტკიცებით, ეს ამბავი 8 თებერვლიდან დაიწყო და ხატიდან მირონი დღეში რამდენჯერმე მოედინება.

 

 

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ოლეგ ალეინიკოვი აცხადებს, რომ 30 წლის წინ ეს ხატი სოფელ ოსტროვსკის მკვიდრმა ანატოლი ნიკოლაევმა მიტოვებული სახლის სხვენში იპოვნა.

 

 

ხატმა მისი ყურადღება უკან წარწერით მიიპყრო – „დაულეველი თასი“.

 

 

ნიკოლაევმა ანდერძი დატოვა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრისთვის გადაეცათ. ნათესავები ასეც მოქცნენ 2019 წლის შემოდგომაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი