logo_geo
როგორ ეხმარება პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილებს
- +

3 აპრილი. 2020. 20:49

 

 

 

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

 

 

მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. ბოლო ორ დღეში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ასეულობით ადამიანი დააჯარიმეს.

 

 

თუმცა არის გამონაკლისები, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეები ქუჩაში მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო აღმოჩნდებიან. ასე მოხდა გუშინაც, როდესაც თბილისში, ვარკეთილის მიმდებარედ ახალგაზრდებს ავტომობილი გაუფუჭდათ და ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნა მოუწიათ.

 

 

მათ 112-ში დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. სამართალდამცველებმა ქუჩაში დარჩენილები საპატრულო პოლიციის მანქანით საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი