logo_geo
სამეგრელოში ქალს, რომელმაც თავი მოიკლა, ქელეხის გარეშე დაკრძალავენ
- +

3 აპრილი. 2020. 22:02

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერში 70 წლის ქალმა თავი საკუთარი სახლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჩამოიხრჩო. ფაქტი ორი დღის წინ დილის საათებში მოხდა.

 

 

 

„დედა ავადმყოფობდა, იმ დღეს სახლში ვიყავით მე და ჩემი ძმა. დედას ხან რა აწუხებდა და ხან რა, მაგრამ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს განიცდიდა. სულ იძახდა, ყველაფერი მტკივაო, ბოლო პერიოდში უღონოდ იყო.

 

 

 

არ ვიცი, როგორ მოახერხა. 20 წუთის ინტერვალში, თოკით ჩამოუხრჩვია თავი სახლის ეზოში ხეზე…“ ,- ამბობს გარდაცვლილის შვილი.

 

 

 

ოჯახის ნათესავის, მადონა ფიფიას თქმით, ქალს დღეს 17:00 საათზე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

 

 

„დილით იყვნენ პოლიციიდან, გააკონტროლეს ოჯახის წევრების რაოდენობა და ვიცავთ თუ არა დისტანციას. ქელეხი არ გვექნება. მისაღებ ოთახში სამი სკამი გვიდგას, 2-მეტრიანი დისტანციის დაშორებით და ვიმყოფებით სულ ოთახში 5 ადამიანი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

 

 

მისივე თქმით, მიცვალებულის გადასვენების და დაკრძალვის პროცესს სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი