logo_geo
რიმა ბერიძე: ვუერთდები „ქართული ოცნების“ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავ!
- +

4 აპრილი. 2020. 11:45

 

 

„დროული და მნიშვნელოვანია, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, გამოვნახოთ საშუალება და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!“ - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ ამ პროცესში ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს თანადგომას ყოველდღიურად საჭიროებენ.

 

მიუხედავად მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებისა (რომლის შედეგებსაც ყველა ვხედავთ და ვამაყობთ), მათი ფინანსური რესურსი უსასრულო ვერ იქნება.

 

ამიტომ დროული და მნიშვნელოვანია, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, გამოვნახოთ საშუალება და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

 

ვუერთდები „ქართული ოცნების“ სოლიდარულ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს  ყოველთვიურად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავ!

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ გამარჯვებას!“ - წერს რიმა ბერიძე.

 

 

big_banner
არქივი