logo_geo
გურჯაანელი კაკო პაპას ტიტები ჩვენი ექიმებისთვის - "სიმბოლო გახდა ტიტები, გაერთიანების, ერთსულოვნების, სიყვარულის და იმედის"
- +

4 აპრილი. 2020. 19:50

 

 

 

63 წლის მეყვავილე,  კაკო ჯეირანაშვილს, გურჯაანის სოფელ კოლაგში ტიტების ბაღი აქვს და ყოველ გაზაფხულზე ნავთლუღის ბაზარში აბარებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბაზარი დაიკეტა, შესაბამისად, ჯეირანაშვილი ყვავილების გასაღებას ვეღარ ახერხებს და ტიტები ბაღში უჭკნება.

 

 

დღეს, გურჯაანელმა კაკო პაპამ, ტიტები ჩვენს ექიმებს მიართვა და გაახარა.

 

 

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება დაიმსახურა:

 

 

 

"რაღაც სიმბოლო გახდა ტიტები, გაერთიანების,ერთსულოვნების,სიყვარულის და იმედის".

 

 

"კაკო პაპამ გაიხაროს, კარგი საქმე გაუკეთებია."

 

 

" ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები..მგონი სიმბოლურია ეს სიმღერა ჩვენი ქვეყნისთვის."

 

 

 "აპრილი, ტიტები და ბრძოლა გადარჩენისთვის... "

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი