logo_geo
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ქვიშხეთთან ავარიის დროს ქმარ-შვილი დაკარგა, ხალხის დახმარების იმედზეა
- +

5 აპრილი. 2020. 19:22

 

 

 

 

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულ მარიანა ქორიძეს, რომელმაც აღნიშნული ავარიის დროს ქმარ-შვილი დაკარგა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაცია სოციალური ქსელით გოგონას ახლობლები ავრცელებენ.

 

 

"მეგობრებო, ხშირად ვცდილობთ შეძლებისდაგვარდ დავეხმაროთ ადამიანებს რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება გოგოს, რომლის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მარიანა ქორიძეს ავტოკატასტროფაში დაეღუპა მეუღლე და 3 შვილი. ის ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის.

 

 

ჩვენ გვესმის ახლანდელი მდგომარეობის გამო ყველას არ აქვს შესაძლებლობა სურვილის მიუხედავად ფინანსურად დაგვეხმარონ, ამიტომ იქნებ პოსტი გააზიატოთ და მივაწვდინოთ ხმა სხვადასხვა ფონდებს და ყველა შესაძლო სააუალებით დავუდგეთ ოჯახს გვერდით და გადავარჩინოთ ამ გოგოს სიცოცხლე.

 

 

თქვენგან ჩარიცხული 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირი დაფინანსება უკვე ამოიწურა და დღიურად საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, ამიტომ გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მეგობრის მდგომარეობა და საქმითაც გამოხატოთ თანადგომა. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - წერია სოციალურ ქსელში გავცელებულ მიმართვაში.

 

 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

 

 

  • GE22BG0000000162482398

 

 

  • GE37TB7109445064300015

 

 

  • GE62LB0211116004056001

 

 

მიმღები ეკატერინე ქორიძე

 

 

ცნობისთვის, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა.

 

 

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილები ქუთაისში მცხოვრები 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი იყვნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი