logo_geo
ტყის ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონემ იმატა
- +

6 აპრილი. 2020. 01:12

 

 

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რადიაციის დონემ იმატა. ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვაენლზე, ეგორ ფირსოვზე დაყრდნობით წერს.

 

 

„ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე.

 

 

მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

 

 

ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი