logo_geo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა
- +

7 აპრილი. 2020. 22:10

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია.

 

„ე.წ. რეინფექციის, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან ამ ვირუსს სულ სამი თვის ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, ასევე ძალიან დაბალია რისკი. როგორც წესი, ის ტოვებს იმუნიტეტს, იგივე გრიპის ვირუსი ან სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგრამ ისინი არ ტოვებენ იმ ტიპის იმუნიტეტს, რომელსაც, მაგალითად წითელა, ქუნთრუშა ან სხვა გადატანილი დაავადება. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 196 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მ

 

 

big_banner
არქივი