logo_geo
ამირან გამყრელიძე: სანამ კლინიკებში საწოლები გვაქვს, ვარჩევთ შემთხვევების მართვა ჰოსპიტალურად მოხდეს
- +

7 აპრილი. 2020. 22:48

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. თუმცა, ამ ეტაპზე სანამ კლინიკებში საწოლები საკმაო რაოდენობით არსებობს, ექიმები არჩევენ დაინფიცირებულ პაციენტებს ჰოსპიტალურად უმკურნალონ.

 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 80% მიმდინარეობს მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით, 15%-ში მძიმე და 5%-ში კრიტიკული გამოვლინებით.

 

ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. გარკვეულ პერიოდში, რაღაცა თამასის შემდეგ ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, მაგრამ კლინიცისტებთან კონსულტაციების შემდეგ იმ აზრამდე ვართ მისული, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სანამ ჩვენ საწოლების საკმაო რაოდენობა გვაქვს გამოყოფილი კლინიკებში, ჯერჯერობით მაინც ვარჩევთ იმას, რომ ეს შემთხვევები იმართოს ჰოსპიტალურად, თუმცა ჩვენ ვემზადებით და გვაქვს შესაბამისი ალგორითმი როდის, რა ეტაპზე, როგორ და რა ტიპის ამბულატორიულ მართვაზე უნდა გადავიდეთ ამ ინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში. დღეს ამბულატორიული ქსელი უფრო ადამიანების კონსულტირებაზეა ორიენტირებული, მათ სწორ ტრიაჟზე და სწორ გადამისამართებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი