logo_geo
ამირან გამყრელიძე: კარგი იქნება თუ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა დაინერგება, ეს მათ დაიცავს
- +

7 აპრილი. 2020. 23:15

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპთან ერთად, ხანდაზმულების პნევმოკოკებით აცრის გააქტიურება კარგი ინიციატივაა.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე,  არსებობს თუ არა ქვეყანაში 60 წელს გადაცილებულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პნევმოკოკის ვაქცინა, როდიდან დაიწყება აღნიშნული ვაქცინაცია, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვაქცინა სიახლე არ არის, რადგან მას ბავშვებში უკვე იყენებენ.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ აზრს მოგახსენებთ. ჩვენთან, 2015 წლიდან ვცრით ბავშვებს, ანუ ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკით ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია და ამან ქვეყანაში, ბავშვებში პნევმონიები შეამცირა. მოგეხსენებათ, პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ 2-დან 5 წლამდე ბავშვებში. ამიტომ, ეს ვაქცინაცია ქვეყანაში დაინერგა და ამის შედეგები არის, ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ბევრ ქვეყანაში არის და ბევრ კალენდარში, მათ შორის, საქართველოს კალენდარში. რაც შეეხება ხანდაზმულთა, ანუ 60 წელს ზემოთ ადამიანთა აცრას, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს აცრა ნაჩვენებია და ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის კალენდარში შეტანილია, მაგრამ ნებაყოფლობითია აცრა. ძალიან ბევრ ქვეყანაშია განვითარებული პნევომკოკის გამოყენებით აცრა, რადან ის მართლაც იცავს იგივე ხანდაზმულებს პნევმონიებისგან, მაგრამ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან. კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ, რომ სულ 3 თვის ისტორია აქვს ამ ინფექციას. მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, საზოგადოებას და ასევე მთავრობას რეკომენდაციას მივცემდი, კარგი იქნება თუ ეს დაინერგება, მაგრამ დაინერგოს ვთქვათ, როცა პანდემია ჩათავდება. ანუ თუ ჩვენ გევქნება იმის ფინანსური რესურსი და საშუალებები, რომ პნევოკოკური ვაცინაციები ქვეყანაში შემოვიტანოთ, ეს მას შემდეგ მოხდეს, რაც პანდემია დამთავრდება. ჩვენი მთავარი მოწოდებაა - დარჩით სახლში, ამიტომ ძალიან რთული იქნება მოხუცების და ხანდაზმულების აცრა. თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან კარგი ინიციატივა გახლავთ, რომ გრიპთან ერთად თანდათან, გავააქტიუროთ ხანდაზმულების პნევმოკოკებით აცრა“, - განაცხადა

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი