logo_geo
ქალაქ ვანში კონტროლი მკაცრდება - მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან
- +

8 აპრილი. 2020. 20:40

 

 

მას შემდეგ, რაც ვანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობის წევრების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რამდენიმე ქალაქში ბლოკ-პოსტების დამატების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.

 

მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი