logo_geo
10 შემზარავი ისტორია ცხოველებზე, რომლებმაც პატრონები იმსხვერპლეს
- +

8 აპრილი. 2020. 20:48

 

 

ბევრ ჩვენგანს ჰყავს საყვარელი ცხოველი, რომლსაც  ოჯახის სრულუფლებიან წევრად ვთვლით. თუმცა, არსებობს ისტორიები, როცა ადამიანებმა გარეული ცხოველების მოშინაურება სცადეს, ან შინაურ ცხოველს მეტისმეტად მიენდნენ და ყველა ეს მცდელობა დიდი ტრაგედიით დასრულდა.

ჩვენ მათ მოგიყვებით.

#1 შიმპანზე, რომელიც ქალს თავს დაესხა

ეს შიმპანზე, სახელად ტრევისი, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ტელევიზიით მის პატრონ, სანდრა ჰეროლდთან ერთად აჩვენეს. 2009 წელს სანდრამ შიმპანზეს გალიაში მოსათვსებლად დახმარება მეგობარ შარლა ნეშს სთხოვა, მაგრამ ტრევისი მას თავს დაესხა. სანდრა შიმპანზეს შეჩერებას დანის დახმარებით ცდილობდა, თუმცა ამ ქმედებამ ცხოველის უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. პოლიცია იძულებული გახდა შიმპანზესთვის ესროლა, ხოლო დაზარალებულს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 


#2 პიტ ბულმა ოჯახის წევრები „დაგლიჯა“

ფლორიდაში, ქალი და ოჯახის სხვა წევრები  მათივე პიდ ბულმა დაგლიჯა. ძაღლი მას შემდეგ გაღიზიანდა, როცა ეს ქალი ძაღლისთვის სვიტერის ჩაცმას შეეცადა.

პიტ ბული სახელად "შრამიანი სახე" გაეკიდა შვილსაც, რომელიც დედის დახმარებას ცდილობდა. 


#3 დათვმა გალიის გაწმენდის დროს პატრონი მოკლა

შავი დათვი, სახელად ტედი, აშშ-ში ერთ-ერთ ოჯახში იზრდებოდა. 350 ფუნტიანი დათვი პატრონს თავს დაესხა და მოკლა, როცა ის დათვის გალიას ასუფთავებდა. საბოლოოდ, ტედისაც ესროლეს. 


#4 გერმანელი კაცი ობობამ დაკბინა

გერმანიაში მარტოხელა კაცი სახლში მწერებთან და გველებთან ერთად ცხოვრობდა. კაცის დაღუპვის მიზეზი შავი ობობა გახდა.

მამაკაცს სხეული ორი კვირის განმავლობაში ასობით ობობამ და გველმა მთელს სახლში მიმოფანტეს. 


#5 ირემმა პატრონი მოკლა

აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრებმა კაცმა ირმის მოშინაურება არალეგალურად გადაწყვიტა. მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა, რადგან ირემს მოსწყინდა და პატრონი სასიკვდილოდ გაიმეტა. 


#6 გველმა 2 წლის გოგო შეჭამა

ფლორიდაში, გველმა გალიიდან გამოსვლა მოახერხა და 2 წლის ბავშვი იმსხვერპლა.  ექსპერტები ფიქრობენ, რომ გველი დიდი ხნის მშიერი იყო.


#7 მთის ლომი ბავშვს თავს დაესხა

ტეხასში, გალიაში მყოფი მთის ლომი ბავშვს თავს დაესხა, როცა ბავშვი გალიასთან ძალიან ახლოს მივიდა. ლომმა ბავშვს სახე და მარცხენა მხარი მოაჭამა. საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა. 


#8 ქალი საკუთარმა ძაღლებმა შეჭამეს

აშშ-ში, ქალს სახლში დაახლოებით 50 აუცრელი ძაღლი ჰყავდა. მოულოდნელად, ქალი გარდაიცვალა მისი სხეული კი ძაღლებმა შეჭამეს. 


#9 ფერმერი, სავარაუდოდ, შინაურმა ღორმა შეჭამა

ფერმერს ოჯახის წევრები რამდენიმე საათი ეძებდნენ. შემდეგ მისი სხეულის ნაწილები ღორის საბძელში აღმოაჩინეს. გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ, ვერ მიხვდნენ მოკლეს თუ არა პატრონი უშუალოდ ღორებმა.


#10 კაცი ხვლიკებმა მოკლეს

რონალდ ჰუფი ეგზოტიკური ხვლიკების მოყვარული იყო და მათ აგროვებდა. 2020 წელს ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა და როგორც ვარაუდობდნენ ის მისმა საყვარელმა ხვლიკებმა იმსხვერპლეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი