logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვფიქრობ, საგაგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს!
- +

9 აპრილი. 2020. 00:59

 

 

საქართველოს ინფექციური კლინიკის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენისა და კორონავირუსის დამარცხების მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია.

 

ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს საგაგებო მდგომარეობა თუნდაც 2 კვირით. მივმართავ მოსახლეობას, რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება ის. ჩვენ ვალდებული ვართ, არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, არამედ უკან დაიხიოს მან, რადგან ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის პერსპექტივა აღდგეს, ეს ყველაფერი მთლიანადაა იმაზე დამოკიდებლი, თუ რამდენად ზედმიწვენით შევასრულებთ რეკომენდაციებს", - განაცხადა ცერცვაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე".

 

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი