logo_geo
აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა
- +

9 აპრილი. 2020. 16:23

 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჰოსპიტალი 200-ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს.

 

„რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის სასუნთქი აპარატებით“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი