logo_geo
„განწირული კივილი ისმოდა, ორიენტაციით ჩავხტი წყალში…“ – სასწრაფოს ექიმმა ქალი დახრჩობას გადაარჩინა
- +

9 აპრილი. 2020. 22:35

 

 

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 5 აპრილს, ღამით, მდინარე ტეხურში გადახტა, სასწრაფოს ექიმმა, კარდიოლოგმა ირაკლი ცხვიტავამ გადაარჩინა.

 

 „პრაიმტაიმი“ ექიმს დაუკავშირდა.

 

 „11 საათი დამთავრებული იყო და ჩვენი ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა… ასეთ დროს მოვიდა შეტყობინება, რომ ქალი იხრჩობოდა მდინარეში.

 

უბრალოდ გაუმართლა, რომ იქვე ახლოს ვიყავით. სამაშველო ბრიგადებიც და პოლიციაც ადგილზე იყო, მაგრამ მე არავის დაველოდე და მდინარეში გადავეშვი…

 

ორიენტაციით ჩავხტი წყალში. ვინაიდან მდინარის შუა ნაწილიდან ისმოდა ქალის განწირული კივილი. ქალი უვნებლად გადმოვიყვანე მდინარის მეორე ნაპირზე. სულ ერთიანად ცახცახებდა, შფოთავდა და ბორგავდა.

 

უსწრაფესად მოვიდა სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. ქალი გადავიყვანეთ კლინიკა „სენამედში“ საიმედო ექიმების ხელში. ჩვენ სასწრაფომ უკვე გავაკეთეთ ჩვენი საქმე“, – ყვება ექიმი.

 

 

ქალი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

 

big_banner
არქივი