logo_geo
გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა
- +

10 აპრილი. 2020. 00:48

 

 

სამი წლის წინ, 2017 წლის 10 აპრილს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.  იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

 

გივი ბერიკაშვილს 40-მდე მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა "მარადისობის კანონი", "სიყვარული ყველას უნდა", "დათა თუთაშხია", "პეპელა", "ნატვრის ხე", "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "ლონდრე", "გიორგობისთვე" და სხვ.    

 

 

big_banner
არქივი