logo_geo
„თითო ოჯახს თითო პირბადე დაგვირიგეს, ჩვეულებრივი ნაჭრის“- იტალიაში არსებულ ვითარებაზე ემიგრანტი წერს
- +

10 აპრილი. 2020. 20:21

 

 

იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ნუნუ მგელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირბადეებთან დაკავშირებით, საქართველოში ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესი სიატუაციაა.

 

„გუშინწინ ქალაქ ბორგომანეროს მესვეურებმა თითო ოჯახს თითო პირბადე დაგვირიგეს. ჩვეულებრივი ნაჭრისაა, მხოლოდ ორი ფენა; ინსტურქციაც მოაყოლეს, როგორ უნდა გავრეცხოთ. ჯერ არავინ "გამომხტარა", ასეთი პირბადე როგორ გვაკადრეთო, ყველა შეგნებით ეკიდება შექმნილ ვითარებას, "საღლიცინოდ" არავის სცალია და არც აკადრებს იმ ადამიანებს, რომლებიც ავად თუ კარგად ჩვენს სადარაჯოზე დგანან.

შენიშვნას და კრიტიკას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ახლა მაინც გვმართებს ცოტაოდენი ტოლერანტობა. ერთად ერთმანეთისთვის!“- წერს ემიგრანტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი