logo_geo
ბელგიაში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც სუნთქვის აპარატი ახალგაზრდას დაუთმო
- +

11 აპრილი. 2020. 03:49

 

 

90 წლის ბელგიელი ქალი, სუზან ჰოილარტსი Covid-19-თ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა მკურნალობაზე. ამის შესახებ ბელგიური პრესა იუწყება.

 

 

brusselstimes-ის ინფორმაციით, ფლამანდიაში, ლუბეკის მუნიციპალიეტეტში მცხოვრები ქალი გასულ კვირას კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად დაიღუპა.

 

 

„არ შემაერთოთ სასუნთქ აპარატზე, მიეცით ის ახალგაზრდა პაციენტს, მე ბრწყინვალე ცხოვრება მქონდა“-განუცხადა ექიმებს ქალმა.

 

 

„დედაჩემს არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია“,-განუცხადა VRT-ს ქალის შვილმა.

 

 

„ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ვწუხვარ, რომ არ მომეცა მასთან გამომშვიდობების საშუალება, ვწუხვარ, რომ ისე წავიდა, გვერდით არ ვიყავი,-ამბობს სუზანის ქალიშვილი.

 

 

მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაინფიცირდა მოხუცი,

 

 

„ის ყველა წესს იცავდა და იზოლაციაში იყო, როგორც მთავრობამ მოგვიწოდა“,-განაცხადა მან.

 

 

ბელგიაში კორონავირუსით უკვე 1283 ადამიანია გარდაცვლილი. 18 431- ინფიცორებული. ქვეყანაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, სასუნთქი აპარატების დეფიციტია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი