logo_geo
კარლო ანჩელოტი: პანდემიამ მერსისაიდის მშვენიერება აღმომაჩენინა
- +

11 აპრილი. 2020. 21:13

 

მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მერსისაიდი ხელახლა აღმოაჩენინა.

 

 

„სეირნობისთვის ბევრი დრო მაქვს, – ციტირებს მთავარი მწვრთნელის სიტყვებს „ევერტონის“ ოფიციალური ვებგვერდი. – სანაპირომდე კროსბიში ფეხით მივდივარ ხოლმე, სადაც ჩვენი სახლია. ზოგჯერ ველოსიპედზე ვჯდები და ფორმბის მივაშურებ.

 

 

საოცრად მშვენიერი ადგილებია! ალბათ, პანდემია რომ არა, მერსისაიდის მშვენებას ვერ აღმოვაჩენდი. ეს საშინელი პერიოდია ინგლისისთვის, იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ასეთ დროს რაიმე მშვენიერი უნდა მოძებნო და იმაზე კონცენტრირდე: კარგი ამინდი, ლამაზი პეიზაჟი, გულეშემატკივრებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა დინსტანციის დაცვით“, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი