logo_geo
ლევან რატიანი: მშვიდად ვართ, უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს
- +

11 აპრილი. 2020. 23:16

 

 

 

ექიმი ლევან რატიანი გიორგი თარგამაძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ყველა მისი კოლეგა მშვიდად არის, რადგან უკვე იციან ინფიცირებულ პაციენტებს როგორ უმკურნალონ.

 

 

მშვიდად ვართ, უკვე გვაქვს პასუხი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს“- განაცხადა რატიანმა.

 

 

შესაძლოა ავადმყოფს რაღაც პერიოდში ჰქონდეს ჟანგბადის უკმარისობა, თუმცა ამას ვერ ამჩნევდეს.

 

„ეს სუნთქვის უკმარისობა, რომელიც ამ პაციენტებს აქვთ, განსხვავებულად მიმდინარეობს. დღეს სატურაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჟანგბადის კონცენტრაციის გაჯერება მთელს ორგანიზმში.“- განაცხადა მედიკოსმა და აღნიშნა, რომ ისინი ყველანაირ რესურსს იყენებენ იმისათვის, რომ პაციენტები ხელოვნურ ვენტილაციაზე არ გადაიყვანონ.

 

 

big_banner
არქივი