logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენ ახლა გვაქვს ფორსმაჟორი - არ გვაქვს ის გარღვევა, რომელსაც ველოდებით
- +

11 აპრილი. 2020. 23:37

 

 

„ჯერჯერობით არ გვაქვს ის გარღვევა, რომელსაც ველოდებით", - ასე აფასებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

როგორც კულუმბეგოვმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ამ ეტაპზე არ არსებობს პირდაპირი მკურნალობის მედიკამენტი და კაცობრიობა მხოლოდ რეანიმაციული მეთოდების საშუალებით ცდილობს დაავადებულთა მკურნალობას.

 

 

„იმედია გადატყდება ეს სიტუაცია. იცით, რომ მკურნალობის ე.წ. სიმპტომური მხარდაჭერის მეთოდი არსებობს - გვაქვს მხოლოდ ჟანგბადით დახმარება. ესაა ის მეთოდები, რასაც იყენებენ მთელ მსოფლიოში. პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი კაცობრიობას არ გააჩნია - გვაქვს მხოლოდ რეანიმაციული ღონისძიებები. ერთადერთი პრეპარატი, ყველაზე საიმედო, არის ის, რომელსაც „გილიადი“ ქმნის და გვაქვს იმედი, რომ იქნება ეფექტური. ამბობენ ხოლმე, რომ ინფორმაციული პანდემიის წინაშეც ვართ - მოდის დიდი ნაკადები. არსებობენ გამოცემები, მაგალითად „ლანცეტი“, სადაც გამოქვეყნებული სტატია ითვლება სანდოდ, მედიცინის ბიბლიად იხსენიებენ ამ ჟურნალებს. თუმცა ხანდახან, ამ ბოლო დროს, სტატიები ტოვებს ნაჩქარევის შთაბეჭდილებას, რაც შარშან იქნებოდა მეტი განხილვის საგანი, მაგრამ ახლა არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვარჩიოთ კვლევების შინაარსი სკრუპულოზურად. ჩვენ ახლა გვაქვს ფორსმაჟორი - დღეისათვის ასეულათასობით ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

 

big_banner
არქივი