logo_geo
ზურა ხაჩიძე: ხათუნას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
- +

12 აპრილი. 2020. 22:52

 

 

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ეთერში მისი თვითიზოლაციის მიზეზებს აკონკრეტებს:

 

 

„სამი კვირის განმავლობაში ტემპერატურა ორჯერ დამიფიქსირდა, სიცხემ 2-3 დღე გასტანა.

 

 

პირველ შემთხვევაში, დაბალი სიცხე მქონდა, მეორე შემთხვევაში კი მაღალი. ხათუნას წამლებზე მომიწია აფთიაქებში სიარული და გავცივდი.

 

 

რამდენიმე დღე 38.5 ფიქსირდებოდა. გამოკვლევები ჩავიტარე და არაფერი აღმომაჩნდა. გავიკეთე ტესტი და კორონავირუსი არ დამიდასტურდა.

 

 

 

რადგანაც ხათუნა ასეთი მძიმე პაციენტია და ფილტვის პრობლემები აქვს, გადავწყვიტე, ცოტა ხანი ცალკე ვიყო. ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ნინის ჰქონდა მოსკოვიდან ლაივი და საზოგადოებამაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ იქიდან შეიტყო.“

 

 

 

მომღერალი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს:

 

 

 

„არ მიყვარს ხოლმე ამ ყველაფრის გაჟღერება, მაგრამ ხათუნა ძალიან მძიმედ იყო, ქიმიოთერაპიის შემდეგ ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ახლა, უკვე ორი დღეა, რაც ფეხზე წამოდგა, სადილი საკუთარი ხელით მოგვიმზადა და გაიღიმა. უფრო შემტევ ხასიათზეა და ანალიზების პასუხებიც კარგია. იმედია, რომ გავიმარჯვებთ ამ ვერაგ დაავადებაზე, სხვანაირად ვერც იქნება, ხათუნას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“

 

 

საქართველოს მოსახლეობას კი ურჩევს:

 

 

„გთხოვთ, დაემორჩილეთ ყველა იმ წესს, რისი დაცვისკენაც ჩვენი ჯანდაცვის მუშაკები მოგვიწოდებენ. ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში. მეტი პოზიტივი მივცეთ ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში.

 

 

ყველაფერი მალე, ძალიან კარგად იქნება, ღმერთი დაგვეხმარება და ეს უბედურება დიდ ბედნიერებად იქცევა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი