logo_geo
მადლობელი ვარ, რომ ჩემმა შვილმა დედამიწაზე 13 წელი იცხოვრა! – საშინელი შემთხვევა მექსიკაში
- +

13 აპრილი. 2020. 00:10

 

 

13 წლის გოგო იმ დროს გააუპატირეს და მოკლეს, როცა დედამისი საკვების საყიდლად იყო წასული. ამის შესახებ ინფორმაციას mirror ავრცელებს.

 

 

ანა პაოლას გვამი საწოლ ოთახში იპოვეს. შემთხვევა მექსიკაში მოხდა.

 

 

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, კარანტინია გამოცხადებული. ოჯახებს გარეთ გასვლა მხოლოდ საჭირო ნივთების საყიდლად შეუძლიათ.

 

 

ანას დედა მაღაზიაში საყიდლების გამო იყო გასული. სწორედ ამ პერიოდში სახლში ვიღაც შეიჭრა. მან 13 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურა შემდეგ კი მოკლა.

 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლიდან არაფერია მოპარული.

 

 

ანას დედას პირველად ყოფილმა ქმარმა დაურეკა და უთხრა, რომ ქალიშვილს ვერ უკავშირდებოდა.

 

 

ის მაშინვე სახლისკენ გაიქცა. ადგილზე მისულს კი იქ უკვე პოლიცია დახვდა.

 

 

„შეუძლებელია იმის გადმოცემა რას ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ ჩემმა შვილმა დედამიწაზე 13 წელი იცხოვრა, ახლა ის ცაში განაგრძნობს სამუდამო ცხოვრებას“,- ამბობს 13 წლის გოგოს დედა.

 

 

ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი