logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა
- +

13 აპრილი. 2020. 10:34

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 266 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453 პირი.

 

ინფორმაციისთვის, 266 ინფიცირებულიდან 67 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი