logo_geo
ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

13 აპრილი. 2020. 13:25

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

 

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

 

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით.

 

big_banner
არქივი