logo_geo
ნახეთ, როგორ აიძულებენ ხალხს სახლში ყოფნას - ინდონეზიაში უცნაურ ხერხს მიმართეს
- +

13 აპრილი. 2020. 23:34

 

 

ხალხი სახლში რომ დარჩენილიყო, კორონავირუსის პანდემიისგან დასაცავად, ინდონეზიაში უცნაურ ხერხს მიმართეს.

 

 

ახალგაზრდა მოხალისეები ერთ-ერთ სოფელში ქუჩაში მოჩვენების ფორმაში გამოჩნდნენ. ქუჩაში გამოსული „მოჩვენებები“ ხალხს დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან.

 

 

ეს ხერხი ინდონეზიაში ქუჩის პატრულირებისთვის გამოიყენეს იმ იმედით, რომ ძველი ცრურწმენა ხალხს სახლში დატოვებდა.

 

 

„ჩვენ გვინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო, რადგან ასეთი მოჩვენება სინამდვილეში საშიშია“,- ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც სოციალურ დისტანცირებას უწევს კოორდინირებას.

 

 

თავდაპირველად ამ ექსპერიმენტს საპირისპირო შედეგი მოჰყვა.

 

 

“იმის მაგივრად, რომ ხალხი სახლში დარჩენილიყო, მოსახლეობა „მოჩვენების“ სანახავად ქუჩაში გამოდიოდა. ამის შემდეგ მოხალისეებმა ტაქტიკა შეცვალეს და ქუჩებში მოულოდნელად ჩნდებოდნენ.

 

 

როდესაც მათ ტაქტიკა შეცვალეს, მშობლები და ბავშვები ნაკლებად გამოდიან ქუჩაში. ხალხიც ლოცვის შემდეგ აღარ რჩება გარეთ“,- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

 

 

ინდონეზიურ ფოლკლორში პოკონგის სახელით მოჩვენება მართლაც არსებობს. ეს არის გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება. როგორც წესი, ასეთი მოჩვენებითი ფიგურები თეთრი სამოსით იფარება და სახეც თეთრად აქვთ დაფარული.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი