logo_geo
მარინა ენდელაძე: მუცლის არეში ტკივილი და დიარეა „კოვიდის“ დამახასიათებელი იშვიათი სიმპტომია
- +

14 აპრილი. 2020. 00:31

 

 

„მუცლის არეში ტკივილი და დიარეა" – მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობს

 

 

მუცლის არეში ტკივილი და დიარეა არის „კოვიდის“ დამახასიათებელი სიმპტომი, მაგრამ ძალზედ იშვიათი“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ "ტვ პირველთან“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რეცეპტორები, რომლებიც იღებენ ვირუსს, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები.

 

"რამოდენიმე პაციენტს ჰქონდა ეს ნიშნები. იყო დიარიული კომპონენტი და დადასტურდა მასთან კოვიდ-19. მე ვერ გეტყვით, რომ მუცლის არეში ტკივილი შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი, უბრალოდ ეს არის ძალიან იშვიათი სიმპტომი, შედარებით უფრო იშვიათად აქვთ პაციენტებს და ამიტომ წინა პლანზე არ არის წამოწეული, თორემ ისე რეცეპტორები, რომელებიც იღებენ ამ ვირუსს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის საჭმლის მომნელებენ ტრაქტშიც და ამდენად შესაძლებელია იქაც გამოიწვიოს ცვლილებები“, – ამბობს ინფექციონისტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი