logo_geo
მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი?! – გაეროს გაფრთხილება
- +

14 აპრილი. 2020. 00:42

 

კორონავირუსს, შესაძლოა, სასურსათო კრიზისი მოჰყვეს – გაეროს გაფრთხილება – ამ სათაურით სტატიას edition.cnn ავრცელებს.

 

 

„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

კორონავირუსის პანდემიამ გლობალურ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. ქვეყნები საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე არიან გადასულები. ეს ყველაფერი კი საკვების მომმარაგებელ ქსელს მნიშვნელოვნად აფერხებს.

 

 

„ჯერჯერობით სუპერმარკეტების თაროები სავსეა. მაგრამ, შესაძლოა, პანდემიის გახანგძლივებამ საკვების მომმარაგებელ ქსელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს.

 

 

ეს ქსელი კომპლექსურია და მოიცავს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, გადამამუშავებელ ქარხნებს, გადაზიდვებს, საცალო ვაჭრობას და ა.შ“,- განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ.

 

 

საზღვრის ჩაკეტვამ, გადაადგილების შეზღუდვამ, ტრანსპორტირებისა და საავიაციო ინდუსტრიის შეფერხებამ საკვების წარმოებისა და სატრანსპორტო საქონლის საერთაშორისო ფუნქციონირება გაართულა.

 

 

ამ ყველაფერმა ის ქვეყნები, რომლებსაც საკვების მცირე მარაგი აქვთ, რისკის ქვეშ დააყენა.

 

 

„მთავრობებმა, ბიზნეს სექტორმა, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებელი და კოორდინირებული ნაბიჯები უნდა განახორციელოს, რათა CoVid პანდემია ჰუმანიტარულ კრიზისად არ გადაიქცეს“,- ნათქვამია ღია წერილში, რომელიც Food and Land Use Coalition-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი