logo_geo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია
- +

14 აპრილი. 2020. 17:28

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

 

ჯაღმაიძის თქმით, ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და აფრთხილებენ მრევლს, რომ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

 

„დავაზუსტებთ ამ ყველაფერს ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დაარღვიონ. მე ადრეც აღვნიშნე, ის რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის მთავარი სტრატეგია არის, სახელმწიფოსი და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ.

 

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

big_banner
არქივი