logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: კორონავირუსის მოტანილმა კრიზისმა გარკვეულწილად კრისტალიზაცია მოახდინა
- +

15 აპრილი. 2020. 00:36

 

 

ახლა მიდის პროცესი, როდესაც ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

კორონავირუსის მოტანილმა კრიზისმა გარკვეულწილად კრისტალიზაცია მოახდინა, ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლი ითამაშა. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ახლა მიდის პროცესი, როდესაც ყველაფერ ერქმევა თავისი სახელი. ყველამ მოიხსნა ნიღაბი და ყველამ თავისი სახე გამოაჩინა“, - აღნიშნა მან.

 

ნაცვლიშვილის თქმით, სწორედ კრიზისულ ვითარებაში გამოჩნდა როგორ დაირაზმა ეს გუნდი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება გასაჭირის დროს.

 

„სახელმწიფოს ვქმნით იმისთვის, რომ მან დაიცვას, პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს. დაიცვას ჩვენი უფლებები, დაიცვას მოქალაქე. და ვნახეთ, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ამ 7 თუ 8 წლის განმავლობაში როგორი ეპითეტით არ შეამკეს, რომ ესენი არიან გახრწნილები, გათახსირებულები, უნიათოები, არაფრის მცოდნეები, აღმოჩნდა, რომ როდესაც მოვიდა გასაჭირი, ეს გუნდი, მთლიანი, აღმასრულებელი, საკონონმდებლო, დაირაზმა. ხალხს ხომ ვერ მოატყუებ. ეს ხომ პიარი არ არის, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი