logo_geo
თემურ მიქელაძე: პანდემია აჩქარდა! გაახალგაზრდავდა!
- +

15 აპრილი. 2020. 20:18

 

 

პედიატრი თემურ მიქელაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პანდემია გაახალგაზრდავდა. ხოლო, ვაქცინის და სამკურნალო მედიკამენტის არ არსებობის პირობებში, სასურველია თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გააორმაგოს.

 

პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა : სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში!

თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც, რომელთაც ეპიდემიის მასობრივი გავრცელების პირობებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. გთხოვთ, #დარჩისახლში“- წერს ექიმი.

 

big_banner
არქივი