logo_geo
სიცრუეა, რომ ჩუტყვავილას „ზელიონკით“ უნდა ვუმკურნალოთ – რას ამბობენ პედიატრები
- +

15 აპრილი. 2020. 20:42

 

 

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც წესი, ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, დიდები კი ამ დაავადებას უფრო რთულად იტანენ.

 

 

დასავლეთის ქვეყნებში არ არის მიღებული კარანტინის გამოცხადება და დაავადების შემთხვევაში ბავშვის იზოლირება: უკეთესი იქნება თუ გარშემომყოფი ბავშვებიც ასევე დროზე მოიხდიან.

 

 

უმეტეს შემთხვევებში ჩუტყვავილა ადვილად მიმდინარეობს და გააჩნია მკაფიო ვადები, ამიტომ მისი მკურნალობა არ არის საჭირო – შეიძლება მხოლოდ ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება ქავილისგან ან სიცხისდამწევი საშუალებები (ასპირინის გარდა).

 

 

პოპულარული მითია, რომ თითქოს ჩუტყვავილას ბრილიანტის მწვანე კურნავს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩუტყვავილის დროს ე.წ. „ზელიონკის“ გამოყენება ნაკლებად ეფექტურია.

 

 

რეალურად, ბრილიანტის მწვანე არა სამკურნალოდ, არამედ ჭრილობის დასამუშავებლად გამოიყენება, თუმცა პროფესიონალი პედიატრები ბავშვის მწვანედ აჭრელების ნაცვლად, სხვა გაცილებით ეფექტურ საშუალებებს გირჩევენ.

 

 

მათივე თქმით, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკვიდრებული ცრურწმენაა მოსაზრება ბატონების გაბრაზების შესახებ.

 

 

„საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ „ბატონის“ გაბრაზება არ შეიძლება, სამედიცინო ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს არის ქართული ტრადიციული შეხედულება, უფრო ცრურწმენა, ვიდრე რეალობა“, – ამბობბს პედიატრი ეკა უბერი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი