logo_geo
ამერიკის საელჩო: მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს
- +

16 აპრილი. 2020. 01:40

 

 

 

 

აშშ საელჩომ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს.

 

 

“დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს #COVID-19-თან გამკლავება.

 

 

ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა,“ -  ნათქვამია აშშ - ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ სამადლობელ წერილში.

 

 

big_banner
არქივი