logo_geo
მეუფე გრიგოლი: როდესაც საფრთხის წინაშე დგას თითოეული, უნდა დავუჯეროთ დარგის სპეციალისტებს
- +

16 აპრილი. 2020. 13:14

 

 

„ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული, არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან, სახეზე არის მრავალი მაგალითი“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წირვის შემდეგ განაცხადა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ეკლესიებში ხალხმრავლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე, მან უპასუხა, რომ ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს.

 

„ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა. ასეთი, როგორც ადრე გითხარით, არის წმინდა სინოდი, რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა, ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებს და ელოდება შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. სახეზე არის მრავალი მაგალითი. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა, მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი