logo_geo
საქართველოს პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირებას ყველა მაუწყებელს ღია სიგნალით მიაწვდის
- +

16 აპრილი. 2020. 18:04

 

 

საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირების დროს ყველა მაუწყებელს ღია სიგნალი მიაწოდოს.

 

გადაწყვეტილების მიზანია, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სახლიდან ადევნონ თვალი სააღდგომო ლიტურგიას.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხის და საქართველოს რადიოს ეთერით, www.1tv.ge და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

 

ტრანსლირების გადაღება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

 

 

big_banner
არქივი