logo_geo
ხვალიდან შეზღუდვები მკაცრდება- იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება
- +

16 აპრილი. 2020. 21:10

 

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას საქართველოს მტავრობის გადაწყვეტილება გააცნო და განაცხადა, რომ ხვალიდან შეზღუდვები მკაცრდება.  

 

„ვიღებთ გადაწყვეტილებას დაწესებული ზომების გამკაცრების შესახებ. ხვალ დღის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება სადისტრიბუციო და გადამზიდავ ავტომანქანებზე.

 

ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში. შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, შეზღუდონ ყველანაირი გადაადგილება მკაცრი საჭიროების გარდა. 

 

 

big_banner
არქივი