logo_geo
ამირან გამყრელიძე: მოწიწებით მოგმართავთ, წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ
- +

16 აპრილი. 2020. 21:12

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ „წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ“.

 

საზოგადოებისადმი ჩვენი რეკომენდაციები არის ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით, რომ წელს ჩვენ დღესასწაულების ეს ფორმატი შევცვალოთ იმიტომ, რომ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა მერე რთული იქნება, გვექნება ბევრი დაზიანება. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ექიმი ვარ და ამ საშიშროების შესახებ უნდა გითხრათ “,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 340-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული ამ დროისთვის სულ 76 მოქალაქეა. გარდაცვლილია  სამი.

 

 

big_banner
არქივი