logo_geo
პაატა იმნაძე: ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ შეიძლება იყვნენ გადამდები
- +

16 აპრილი. 2020. 22:42

 

 

სამწუხაროდ, დღეს უკვე ჩვენს საზოგადოებაში არის და არ არის ცოტა ეს შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით... ისინი ჩვენს გვერდით დადიან... ისინი ჩვენ შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება თავისი ოჯახის გარეთ ნებისმიერ სხვა სივრცეში ბევრ ადამიანს, უკვე წარმოადგენს საფრთხეს. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები, მაგრამ ისინი უკვე შეიძლება იყვნენ გადამდები. აქედან გამომდინარე დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ, ვინც აუცილებელ სამსახურებში არიანი თავიანთი სამსახური, მაგრამ ისინი როცა ბრუნდებიან ოჯახებში, ისინი უნდა მოერიდონ ოჯახებს წევრებს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს. ეს არის სოციალური დისტანცირება. ეს იქნება მაღაზიაში, სუპერმარკეტში თუ სხვაგან. სხვა გზა არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი