logo_geo
აშშ-ის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს მადლობას უხდის
- +

16 აპრილი. 2020. 23:22

 

 

მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც, გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერნი ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი