logo_geo
ვეტერანთა თანადგომის აქციები ჩუღურეთსა და დიდუბეშიც ჩატარდა
- +

17 აპრილი. 2020. 18:23

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.

 

მორიგი თანადგომის აქციები ჩატარდა, ამჯერად თბილისის მუნიციპალიტეტის 2 რაიონში - ჩუღურეთსა და დიდუბეში. ამ რაიონებში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატულ შშმ, მარტოხელა და cOVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სასურსათო კალათები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასცეს.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.

 

 

big_banner
არქივი