logo_geo
კაბუ: საფრანგეთის პოლიციის კუბო დავდგი!
- +

19 აპრილი. 2020. 00:58

 

 

რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, პოპულარული ქართველი რეპერი და მსახიობი კაბუ საქართველოში დაბრუნდა. ის საფრანგეთიდან ავტობუსით ჩამოვიდა და ახლა ყვარელში კარანტინში იმყოფება.

 

 რეპერისთვის საფრანგეთში ყოფნა ცუდ მოგონებებსაც უკავშირდება, ის ფრანგმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაციის დროს დააკავეს, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდები და მათთან კავშირში მყოფი ადამიანები. კაბუმ საფრანგეთის საპყრობილე რამდენიმე თვეში დატოვა და ახლა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. წინ დიდი გეგმები აქვს.

 

 

 

კაბუ, როგორც ვიცი ახლა კარანტინში იმყოფებით, გვითხარით რა პირობები დაგხვდათ მანდ და რა გზა გამოიარეთ საფრანგეთიდან საქართველომდე?

 

 

 

– მაგრად ვიწვალე, მაგრამ ღირდა წამოსვლა. ახლა ვარ ყვარელში, ძაან მაგარია, ულამაზეს გარემოში ვიმყოფები, დღეში სამჯერ რეკავს ექიმი და მიხარია. სითბოთი ვარ სავსე, ქართულ გარემოში ვარ. არ ველოდი ასეთ დახვედრას, გაოცებული ვარ. დედას გეფიცებით ამ მობილიზებას არ ველოდი. განა იმიტომ რომ ამბობენ საქართველოში ყველაფერი ცუდია? რატომღაც არ ველოდი.

 

 

 

ბრავო პოლიციელებს, არაპოლიციურად მოიქცნენ და მაგრად გამიხარდა. როგორც კი ჩამოვედი, წამართვა პოლიციელმა ბარგი, ვიფიქრე მეთქი რა ხდება ხალხო, სად ვარ, ხომ არ მიჭერენ-მეთქი, არაპოლიციურად მოიქცნენ, მიგვაცილეს, მოგვაცილეს, თქვენობით გველაპარაკებოდნენ. გახარებული ვარ. მე ავტობუსით ჩამოვედი, სომხეთის საზღვარზე გადმოვედით თუ არა, ზუსტად ისე დაგვხვდნენ, როგორც ევროპაშია. საფრანგეთის პოლიციის კუბო დავდგი, ისე დაგვხვდა ქართული პოლიცია და მესაზღვრეები. ლამის ტაში დაგვიკრეს. საფრანგეთში როგორც არის ლენტებით გადაკეტილი ყველაფერი ისე დახვდა საზღვარზეც კი და ვიფიქრე, ისევ საფრანგეთში ხომ არ დავბრუნდი-მეთქი.

 

 

 

საფრანგეთში რა ვითარებაა, როგორ ებრძვიან იქ კორონავირუსს?

 

 

 

– საფრანგეთშიც ძალიან მობილიზებულები არიან. სამი-ოთხი ადამიანი დადის ქუჩაში. ვინც ქუჩაში იყო დარჩენილი, საფრანგეთის მთავრობამ ყველა დააბინავა, მთელი ნიცა ტაშს უკრავდა ექიმებს, მე ამ ყველაფერს ვუყურებდი და ვტიროდი.

 

 

 

საქართველოშიც კაცთმოყვარეობის პიკი დამხვდა. მხოლოდ ჩვენ ჩამოვედით ოთხი ავტობუსი და შესანიშნავად გვექცევიან. მთელი საქართველო დამეხმარა ბილეთის შეძენაში. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დამეხმარა და გვერდით დამიდგა.

 

 

 

თქვენი სასამართლო პროცესები დასრულდა?

 

 

 

– არაფერი ჯერ არ დასრულებულა, უბრალოდ ავდექი და წამოვედი. ფიზიკურად აღარ მქონდა იქ გაჩერების საშუალება. პირველ რიგში ვირუსები იყო და მე თავის დაცვის შესაბამისი პირობები არ მქონდა. სამუშაო მე არ მქონდა, ფული მე არ მქონდა და სახლიდან, ან მეგობრებს ფული როდემდე ვაგზავნინო. თუ დაინიშნება სასამართლო, დამირეკონ და წამიყვანონ. სიგიჟეა ჩემი იქ ყოფნა, სანამ სასამართლოები დაინიშნება მატრაკვეცობაა. კაროჩე, აქ ვარ და დარეკონ.

 

 

 

კარანტინის შემდეგ პირველად შვილებთან წახვალთ, დედასთან თუ სად?

 

 

 

– ყველა იქ არის სადაც მივდივარ. სპეციალურად შეიკრიბნენ და ყველა ერთ სახლშია. ერთი ის გეგმა მაქვს, გასაბერი ლეიბი უნდა დავაგდო სტუდიაში, იქ ვიცხოვრო და ახალი სიმღერები გავაკეთო. ასევე, სანამ როლს არ მომცემენ ყოველდღე ვივლი თეატრში. მომენატრა სიმღერა, თეატრი, საქართველო და ჩემი ოჯახი.

 

 

 

რამდენად კანონიერად იყავით დაკავებული საფრანგეთში?

 

 

 

– გონზე არა ვარ რაზე ვიჯექი. ფოტოები რატომ გაქვს ვიღაცეებთან გადაღებულიო, მაგაზე რომ გიჭერენ ეს კანონიერია?! როცა დამაკავეს ვფიქრობდი შეცდომაა-მეთქი, ამიტომ როცა შემომთავაზეს საელჩოს დახმარება ხომ არ გჭირდებაო, ვუთხარი არ მინდა-მეთქი, მაგრამ როცა დავიკარგე და ჩემებმა საელჩოს მიმართეს, უთხრეს ვერ დაგეხმარებითო. ყველას დიდი მადლობა და გულში ვკოცნი ვინც გვერდით დამიდგა.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი და რეპერი – კახა აბუაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში გუშინწინ ჩამოფრინდა. წესის თანახმად, ის აეროპორტიდან კახეთის საკარნტინე ზონაში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი