logo_geo
ვინ არის მესტიაში, სისხლიანი დაპირისპირებისას მოკლული მესაზღვრე
- +

20 აპრილი. 2020. 22:55

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტში მესაზღვრეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლული სამართალდამცავი, ბესიკ იოსელიანია.

 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა.

 

იოსელიანი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. შელაპარაკება თანამშრომელსა და მას შორის მოხდა, რა დროსაც მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ოსელიანი ადგილზე გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

 

ამ დრომდე უცნობია შელაპარაკების მიზეზი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს დამნაშავე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი