logo_geo
COVID19 საუბრის დროს 2 მეტრზე, სირბილის დროს 5 მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ვრცელდება
- +

20 აპრილი. 2020. 23:32

 

 

 

ეს ვირუსი არ არის არც ებოლა, არც შავი ჭირი და ზუსტად უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ, მოქალაქეებმა, ადამიანებმა ის მომაკვდინებელ ვირუსად ვაქციეთ, - ამის შესახებ საფრანგეთიდან ქართველმა ექიმმა-პედიატრმა, ქეთი ლობჟანიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

კარანტინი ნიშნავს, რომ ქუჩაში ხალხი არ უნდა დადიოდეს. ვირუსის წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება. ანუ, ქუჩაში სეირნობის დროსაც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს“, - აღნიშნა პედიატრმა.

 

საქართველოში კორონავირუსი 402 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი