logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა
- +

21 აპრილი. 2020. 10:01

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561 პირი.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი.

 

ინფორმაციისთვის, 408 ინფიცირებულიდან 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

big_banner
არქივი