logo_geo
რას ჰყვება ინფიცირებული 26 წლის გოგო - ყველაფერი მტკიოდა, ნეკნები, ზურგი, მუცელი
- +

21 აპრილი. 2020. 10:32

 

 

ინგლისის ქალაქ შეფილდის მცხოვრებმა, ჯესი კლარკმა იცოდა, რომ ის კორონავირუსის მოწყვლად ჯგუფშია – გოგონას თირკმლების ქრონიკული დაავადება აქვს და 5 წლის წინ, მას ერთი თირკმელი ამოუღეს.

 

 

როდესაც 26 წლის ახალგაზრდამ ხშირი ხველება დაიწყო, ძალიან ანერვიულდა, რამდენიმე დღეში კი სიარულიც გაუჭირდა.

 

 

„ყველაფერი მტკიოდა, ნეკნები, ზურგი, მუცელი. მეგონა რომ ვიღაცამ მცემა“, – ჰყვება ჯესი.

 

 

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, კარანტინი გამოაცხადა, ჯესი, თავისმა საქმრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრში წაიყვანა და ისინი მალევე დააშორეს ერთმანეთს უსაფრთხოების მიზნით.

 

 

„მწვანე ნიღაბი მომცეს. ძალიან მეშინოდა მარტო დარჩენის, მაგრამ განცალკევებულად ვიყავით.

 

 

მე არ ჩამიტარეს ტესტი, რადგან ექიმის თქმით, არ შეეძლოთ ყველაზე ჩატარება, თუმცა ის ამბობდა, რომ ყველა სიმპტომი სახეზე მაქვს. მანამდე არასდროს მქონია ფილტვების პრობლემა.

 

 

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს შეიძლება ვეღარ ისუნთქო“, – ჰყვება ინგლისელი.

 

 

ჯესიმ საავადმყოფოში 5 დღე გაატარა, მაგრამ ამჟამად საკუთარ სახლში თვითიზოლაციაშია, სადაც მკურნალობას გადის. მას სიარული ახლაც უჭირს, თუმცა თავს უკეთესად გრძნობს.

 

 

„ვფიქრობ, ზოგიერთი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან.

 

 

გვეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს ემართებოდათ, მაგრამ მე ვარ ამის ნათელი მაგალითი, რომ ახალგაზრდებიც მოწყვლადი ჯგუფი ვართ“, – ჰყვება ჯესი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი