logo_geo
კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ძაღლები ამოიცნობენ
- +

21 აპრილი. 2020. 11:35

 

 

სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა, შესაძლოა, ტესტირებების სიმცირით გამოწვეული კრიზის დროს, ეფექტიანი გამოსავალი გვაპოვნინონ. ამის შესახებ sciencealert-ი წერს.

 

 

არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ სამეციდინო ძაღლებს დღეში ყნოსვით 750 ადამიანის ტესტირება შეუძლიათ.

 

 

ძაღლებისთვის ვირუსული პანდემიის რეაგირების პოტენციალი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ (LSHTM) და დურჰამის უნივერსიტეტმა შეისწავლა.

 

 

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ მოხსენება მარტის ბოლოს გამოაქვეყნა. მოხსენებაში ექსპერიმენტული პროექტია აღწერილი.

 

 

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დამტკიცდება შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სხვა დაავადებების მსგავსად, CoViD-19-ის ამოცნობა.

 

 

სპეციალისტები ექვს ძაღლს გაწვრთნიან, რაც ძირითადად ვირუსით ინფიცირებული პაციენტის ნიღბის დაყნოსვით ხდება.

 

 

დაყნოსვით მათ უნდა აღმოაჩინონ აქვს თუ არა კორონავირუსის სპეციფიკური სუნი და შეუძლია თუ არა ძაღლის განვითარებულ ყნოსვას მისი გაგება.

 

 

ექსპერიმენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ კი გვეცოდინება შეუძლიათ თუ არა მათ ვირუსის ამოცნობა.

 

 

„კორონავირუსის სუნით ამოცნობის ტექნიკა ძალიან ახალგაზრდაა. ჩვენ არ ვიცით აქვს თუ არა ვირუსს თავისი სპეციფიკური სუნი.

 

 

თუმცა, ის ვიცით, რომ სხვა რესპირატორული დაავადებები ჩვენი სხეულის სუნს ცვლიან და, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ასე ხდებოდეს.

 

 

და თუ ვირუსს მართლა აქვს სუნი, ძაღლები მის ამოცნობას შეძლებენ“,- ამბობს LSHTM-ის დაავადებების კონტროლის განყოფილების უფროსი, ჯეიმს ლოგანი.

 

 

სამედიცინო ძაღლები ზოგჯერ ისეთი დაავადებების ამოსაცნობად გამოიყენება,როგორიცაა კიბო, მალარია და პარკინსონი.

 

 

„ძაღლებმა ადამიანებში დაავადებების ამოცნობაში უკვე საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწიეს და მჯერა, რომ ამას CoViD-19-ის შემთხვევაშიც მოახერხებენ“,- აღნიშნავს ძაღლების საწრთვნელი საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, კლერ გესტი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი